თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ დავითაძე პროექტის „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიერ განხორციელებული პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული გამოწვევების, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დიაგნოსტიკას ეხებოდა და თვითმმართველობებში ამ საკითხების ანონიმური კითხვარების საშუალებით კვლევას ითვალისწინებდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი თვითმმართველ ორგანოებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკვეთილ გამოწვევებს გაეცნო და არასამთავრობო სექტორისაგან რეკომენდაციები მოისმინა.
„ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის მხრივ ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული პრობლემები, თუმცა, ვცდილობთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და ამასთან ვიმედოვნებთ, რომ მმართველობით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
ვახტანგ შაქარიშვილი: „შარტავა-კოსტავას მონაკვეთზე ფუნდამენტური და კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა”
სექტემბერი 13,2018რიმა ბერაძის შუამდგომლობის საფუძველზე დევნილებს და სოციალურად დაუცველებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ
აგვისტო 21,2017რიმა ბერაძის მხარდაჭერით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები 240 მოზარდი ბაკურიანში დაისვენებს
აგვისტო 19,2017