დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს კათოლიკური აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და წმინდა სიმონ ბარსაბაეს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მორწმუნე მრევლს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს და ამასთან, ქართველებისა და ასირიელების ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიის თაობაზე ისაუბრეს.
წირვა მამა ბენიამინმა არამეულ ენაზე აღავლინა და სტუმრებს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა.
სააღდგომო წირვას ასევე ფრაქციასთან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და საქართველოში ასირიელების სათვისტომოს ხელმძღვანელი დავით ადამოვი ესწრებოდნენ
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023