თბილისის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, საკრებულოს წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართები კერძო საკუთრებაში გადაეცა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
სხდომაზე ასევე რამდენიმე მისამართზე ზონალურ ცვლილებებზე იმსჯელეს და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტები დაამტკიცეს.