თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა დავით ჩანქსელიანმა საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც „თბილსერვისის“ მომსახურების საფასურის განსაზღვრას ეხება. ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ M2 და M3 ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებასთან დაკავშირებით, საკრებულოს №17-47 და №17-48 დადგენილებებში ცვლილებები წარადგინა. მანვე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს №6–25 დადგენილებაში ცვლილება გააცნო წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს. ამ ცვლილების თანახმად, თბილისის საკრებულო, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად, განსაზღვრავს მგზავრობის ფასს, ხოლო განსაზღვრული მგზავრობის ფასი ჩაირიცხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით- „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მეტროთი რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი წარადგინა. დადგენილების პროექტის მიხედვით, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით მოსარგებლე მგზავრები შეძლებენ მგზავრობისას ისარგებლონ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებით დამტკიცებული უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით და ფასდაკლების სისტემით.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმის პრივატიზების საკითხებს, რომლებიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნო. მანვე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების პროექტები წარადგინა.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.