თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი წევრების მიხეილ მესხის და ბორია ფირცხელიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ახალ წევრებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს „ცენტრ პოინტის“ 2 დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განკარგულების პროექტი გააცნო.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მდებარე მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულო დადგენილებაში ცვლილებები და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. საკითხები წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ წარუდგინა.