„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ–გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 2015 წლის 28 სექტემბრიდან აცხადებს
კონკურსს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა 48 ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური თანამდებობების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
1. განაცხადის გადარჩევა;
2. ტესტირება
3. გასაუბრება;
კანდიდატს უფლება აქვს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზეგანაცხადი წარადგინოს ერთდროულად არა უმეტეს ხუთ ვაკანსიაზე, ხუთზე მეტვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გააგრძელებსკონკურსში მონაწილეობას;
იმ ვაკანტური თანამდებობებისათვის, რომელთათვის სავალდებულო მოთხოვნად დადგენილია უმაღლესი განათლება ან/და სამუშაო გამოცდილება კანდიდატმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებლ ვებ გვერდზე(www.hr.gov.ge),„ჩემი რეზიუმე“-ს „დამატებითი დოკუმენტაციის“ ბლოკში უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (უცხოურენოვანი დიპლომის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი); ბ) სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის ასლი (შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი
ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა).
საბუთების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. კონკურსს ატარებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია. (მისამართი: თავისუფლების 2).
კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა დადროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული კონკურსანტი ტესტირებაზე და გასაუბრებაზე არ დაიშვება.
პირს I (განაცხადების გადარჩევა) და III ეტაპის (გასაუბრების) თაობაზე საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების
ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. კონკურსატს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ - სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
საპრეტენზიო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №2.
ტესტირების ჩამტარებელი დაწესებულება პასუხისმგებელია ტესტის სისწორეზე.
II ეტაპის - ტესტირების შედეგების გასაჩივრების მიზნით, შესაბამის დაწესებულებაშიიქმნება საპრეტენზიო კომისია, რომელიც ტესტირების პროცესის დასრულებიდან (ტესტირების ჩატარების დღიდან) 3 კალენდარული დღის ვადაში განიხილავსსაჩივრებს და იღებს გადაწყვეტილებებს.
საჩივარი ტესტირებაში მონაწილე პირმა საპრეტენზიო კომისიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი ტესტირების ჩატარების დღიდან ერთი კალენდარული დღის ვადაში. საპრეტენზიო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ აწვდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
გაცნობებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა დაშეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილის შედეგი ძალაშია 2016 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნულის საფუძველზე გათვალისწინებული იქნება იმ კანდიდატთა შედეგები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ტესტირების ეტაპზე და მათ მიერ მიღებული ქულების რაოდენობა აკმაყოფილებს ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა კონკურსის ტესტირების ეტაპისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
(+995) 032 2 15 98 98 451/456
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკონკურსო თემატიკა (საკანონმდებლო აქტები)
2. ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები
3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 24სექტემბრის ბრძანება #896
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024