თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა, სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად, პროექტის - „კარგი მმართველობისა და პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება“ - ფარგლებში გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.
ესტონური ორგანიზაცია ,,პრაქსისი პოლიტიკური კვლევის ცენტრი’’ და ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისის პროექტი, კარგი მმართველობისა და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით ქართველი საჯარო მოხელეების უნარების და შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს და კარგი მმართველობის, ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ქართული საჯარო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.
ტრენინგის მონაწილე საჯარო მოხელეებმა მოისმინეს ინფორმაცია პროექტის შესახებ და კარგი და ცუდი პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობაზე, მიზეზებსა და რისკებზე იმსჯელეს.
ტრენინგის მსვლელობისას კონკრეტულ მაგალითებზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ჩართულობის გეგმაში დაინტერესებული პირების განსაზღვრა-შერჩევა, სათანადო მეთოდების განსაზღვრა და კომუნიკაციის პროცესში კომუნიკაციის ტექნიკის გამოყენება.
პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდა
ივნისი 28,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024