თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებმაც კომისიას დამისამართებასთან და სახელდებასთან დაკავშირებული პრობლემებით მიმართეს.
შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი ქვარა ჩართოლანი ესწრებოდა, იმ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა გადაწყვეტა აღნიშნული სამსახურის კომპეტენციას უკავშირდება.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განმარტა, მსგავსი მომართვის დროს, ხშირ შემთხვევაში, საკითხის მოგვარება მერიის შესაბამისი სამსახური ჩართულობით ხდება შესაძლებელი.
,,ამდენად, დღეს ჩვენ მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან და მოქალაქეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში 5 საკითხი განვიხილეთ და იმ ტიპის პრობლემების მოგვარების მიზნით, როგორიცაა დამისამართება და მისგან გამომდინარე დაბრკოლებები, შესაბამის სამოქმედო გზებზე შევთანხმდით’’,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ფარგლებში, საჭიროებიდან გამომდინარე, მსგავსი შეხვედრები მუდმივ რეჟიმში ტარდება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023ნიკოლოზ კახეთელიძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 30,2023