თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე უძღვებოდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი გააცნო, რომლის თანახმადაც, საკრებულოს წევრები სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელებენ.