თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე უძღვებოდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი გააცნო, რომლის თანახმად, დეპუტატები წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელებენ.
დღესვე, ბიუროს წევრებმა ფრაქციების- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა - თბილისი“ გაუქმებასა და ფრაქციების -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თბილისი“ შექმნის საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი.