თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავით ნარმანიას საქმიანობის ანგარიშის მოსმენის გამო დღეს დაგეგმილი საკრებულოს სხდომის რეგლამენტზე იმსჯელეს.
გამოითქვა მოსაზრებები დავით ნარმანიას ანგარიშის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებითაც.
თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე თავდაპირველად თბილისის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მოხდება, რაც, დაახლოებით, 30–40 წუთს გაგრძელდება.
ამის შემდეგ თითოეულ ფრაქციას მერის ანგარიშის შეფასებისა და კითხვების დასმის საშუალება დადგენილი რეგლამენტის ფარგლებში მიეცემა.
დეპუტატების კითხვებზე თბილისის მერის მიერ პასუხების გაცემის შემდეგ კი ფრაქციების წევრებს კიდევ დამატებითი რეპლიკისთვის მიეცემათ განსაზღვრული დრო.