თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.
ბიუროს წევრებმა კრწანისის რაიონში, მირზა შაფის ქუჩაზე არსებულ მიწის „სამეფო ბაღების“ განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შესახებ იმსჯელეს, რის შემდეგაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ქონების სარგებლობის უფლების გადაცემის, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესები განიხილეს და მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
დღესვე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა კოლეგებს ორი საკითხი წარუდგინა, რომლებიც თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე ავარიული სახლების სასწრაფო გამაგრებითი სამუშაოების დაწყებაზე თანხმობის მიცემას ეხებოდა.
დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.