დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს.
ბიუროს სხდომამდე საკითხების განხილვა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, გარემოს დაცვის ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების სხდომებზე განხორციელდა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ, საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. ამავე სხდომაზე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ჩუღურეთის რაიონში, წანამძღვრიშვილისა და უზნაძის ქუჩებზე, საცხოვრებელ სახლებში ჩასატარებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
დეპუტატების უმრავლესობამ ყველა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა.