დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე აღნიშნული საკითხები შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებმა დეტალურად წარმოადგინეს.
ბიუროს სხდომამდე საკითხების განხილვა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო ასევე გარემოს დაცვის კომისიების სხდომებზე განხორციელდა.
ბიუროზე განსახილველი საკითხები ძირითადად, ურბანულ და ეკოლოგიურ საკითხებს მოიცავდა.
დეპუტატების უმრავლესობამ ყველა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა.
საკრებულოს ბიუროს სხდომას მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.