თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა შესასრულებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე დედაქალაქის მერის წერილები განიხილეს.
სხდომას საბურთალოს რაიონის გამგეობის, შპს „სინათლის ქალაქის“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარებას, შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სპეცტექნიკისა და საბურავების გამარტივებულ შესყიდვას, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ სატრანსპორტო ნაკადების მხრივ შექმნილი მდგომარეობის შესწავლის შესახებ დასკვნის მისაღებად საჭირო მომსახურებას დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული საკითხები ბიუროს სხდომამდე შესაბამის კომისიებში განიხილებოდა.