თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და კომისიების რეკომენდაციების საფუძველზე, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან შემდგომი განხილვის მიზნით 2 საკითხი ამოიღეს.
აღნიშნული საკითხების ამოღების შემდეგ, ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.