თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა კომისიების რეკომენდაციების საფუძველზე, შემდგომი შესწავლის მიზნით, დღის წესრიგიდან ერთი საკითხი ამოიღეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი დაამტკიცეს.