თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე, კომისიების რეკომენდაციების საფუძველზე, შემდგომი შესწავლის მიზნით, დღის წესრიგიდან სამი საკითხი ამოიღეს.
ამავე სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს ცნობის სახით, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.