თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომაზე განსახილეველ საკითხებზე იმსჯელეს, ასევე კომისიების სხდომებიდან შემოსული რეკომენდაციები განიხილეს, რის შემდეგაც წარმოდგენილ დღის წესრიგს მხარი დაუჭირეს.