თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.
ბიუროზე 13 წერილი იყო განხილული, რომლებიც შესაბამისი კომისისების თავმჯდომარეებმა დეტალურად წარმოადგინეს. აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის, გარემოს დაცვის, ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიებზე განხორციელდა. საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, გამწვანების, სპორტისა და კულტურის სფეროებს მოიცავდა.
დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. საკრებულოს ბიუროს სხდომას გამგეობებისა და მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები და ესწრებოდნენ.