თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების თავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
გოჩა ბაბუნაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც დედაქალაქის სახვადასხვა რაიონში უნდა განხორციელდეს. აღნიშნულ საკითხებს ბიუროს წევრების მხრიდან დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ბიუროს სხდომაზე ასევე თანხმობა მიეცა შორენა ბუხრაშვილის მიერ წარმოდგენილ საკითხებს, რომლებიც დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის დაწესებისა და სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებას, ასევე საბურთალოს რაიონის რიგ უბნებში სკვერებისა და გამწვანების ტერიტორიების გაშენებას გულისხმობს.
ბიუროს სხდომას დეპუტატების გარდა მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.