თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დაამტკიცეს.
ბიუროს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა, რომელმაც წევრებს განსახილველი საკითხები გააცნო.
დეპუტატებმა წარმოდგენილ საკითხებზე საკუთარი აზრი გამოთქვეს და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.