დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე უძღვებოდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა ბიუროს წევრებს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რომლებიც დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს და გარკვეული ცვლილებებით დაამტკიცეს.