დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე უძღვებოდა.
გიორგი ალიბეგაშვილმა ბიუროს წევრებს საკრებულოს სხდომის დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რომელიც დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს და იგი გარკვეული ცვლილებით დაამტკიცეს.
კერძოდ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების რეკომენდაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხიდან 3 საკითხი იქნა ამოღებული.