თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.
ბიუროზე 23 წერილი იყო განხილული, რომლებიც შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებმა დეტალურად წარმოადგინეს.
აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის, გარემოს დაცვის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიების სხდომებზე განხორციელდა.
ბიუროზე განსახილველი წერილები ძირითადად, სოციალურ, კულტურულ, სპორტულ და ეკოლოგიურ საკითხებს მოიცავდა.
დეპუტატების უმრავლესობამ ყველა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა.
საკრებულოს ბიუროს სხდომას მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.