თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და კომისიების სხდომებზე შეთანხმებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
წარმოდგენილი საკითხები საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომამდე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, გარემოს დაცვის, იურიდიულ საკითხთა, სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებზე განიხილეს.