თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს.
ბიუროზე 22 წერილი იყო განხილული, რომლებიც შესაბამისი კომისისების თავმჯდომარეებმა დეტალურად წარმოადგინეს.
აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო და ურბანული დაგეგმარებისა და სამოქალაქო მეურნეობის კომისიებზე განხორციელდა.
საკითხები ძირითადად სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის სფეროებს მოიცავდა.
დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოს ბიუროს სხდომას მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.