დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი ერთი საკითხი დაამტკიცეს.
დღის წესრიგის თანახმად, საკრებულოს წევრები გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კობა კობალაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.
კობა კობალაძეს უფლებამოსილება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით ვადაზე ადრე შეუწყდება.