თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დაამტკიცეს.
დღის წესრიგის მიხედვით, საგანგებო სხდომაზე დეპუტატები თბილისში, სამგორის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე გამზირისთვის პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელებენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგს კენჭი უყარეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს.