თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განსახილველ, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნასა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი 7 საკითხი წარუდგინა.
დეპუტატებმა დღის წესრიგს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები, რომლებიც, ძირითადად, კეთილმოწყობის, გამწვანების, სპორტისა და კულტურის სფეროებს მოიცავდა, საკრებულოს წევრებმა შესაბამისი კომისიების სხდომებზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაციები მისცეს.