თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საკრებულოს წევრებმა თბილისის მერის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნის თაობაზე იმსჯელეს და საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი.
დღესვე ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი ერთხმად დაამტკიცეს.