თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგს კენჭი უყარეს.
დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე განსახილველი 24 საკითხიდან ერთ-ერთი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცებას შეეხება.
გარდა ამისა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ სხვა საკითხებს მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები წარადგენენ.