დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც თბილისის 2016 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემას შეეხებოდა.
დღესვე ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესული ცვლილებების თაობაზეც იმსჯელეს, რომლებიც ბიუროს წევრებს საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დეტალურად წარუდგინა.
აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციების, კომისიებისა და ასევე კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხორციელდა. საკითხები, ძირითადად, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, გამწვანების, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტებს მოიცავდა.
დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოს ბიუროს სხდომას დეპუტატებთან ერთად მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების და რაიონის გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.