თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და კომისიების სხდომებზე შეთანხმებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, დადებითად შეფასდა და თანხმობა მიეცა სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესების დამტკიცებას.
ასევე დეპუტატებმა იმსჯელეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ. დღესვე საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს უსახელო ქუჩებისთვის, სკვერებისთვის და ჩიხებისთვის ახალი სახელების მინიჭების საკითხს.