დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა კოლეგებს ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების გამგეობების წერილები წარმოუდგინა.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, დადებითად შეფასდა და თანხმობა მიეცა თბილისში, თოიძის N 44 და ბუხაიძის N 11 - ში მდებარე სახლებზე საპროექტო დოკუმენტაციისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული წესით ჩატარებას.
დეპუტატებმა ასევე თანხმობა მისცეს ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე ასფალტისა და ქვაფენილის საფარიანი გზების შეკეთების და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების დეფექტური აქტების, ტექნიკური დავალებების, საგზაო სამოსის კონსტრუქციისა და ხარჯთაღრიცხვის შედეგენის მომსახურების განხორციელებას.
ბიუროს სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.