თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი წერილი განიხილეს.
როგორც გოჩა ბაბუნაშვილმა განაცხადა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ საკრებულოს ლამის ქ. N28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავარიული უბნების გამაგრებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე მიმართა.
მისივე თქმით, კომისიაზე საკითხის დეტალური შესწავლა მოხდა და გამგეობას დეპუტატების მხრიდან დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ბიუროს სხდომას მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.