თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და კომისიების რეკომენდაციების საფუძველზე, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან 1 საკითხი ამოიღეს.
აღნიშნულის შემდეგ, ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.