თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წერიგი დაამტკიცეს, რომელიც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცებას ეხება.
დღესვე, დეპუტატებმა დედაქალაქის მერის ორი წერილი განიხილეს და ჩიქობავას #51-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერებისა და გლდანის რაიონში მ. ნოზაძის ქუჩის მიმდებარედ "სააფთრე ხევის" სანიაღვრე კოლექტორის 70 მეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნულ საკითხებს ბიუროს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.