თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, განათლებისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების მიერ განხილული პროექტების შესახებ კონკრეტული წინადადებები მოისმინეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, ასევე მიუსაფარ პირთა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე და ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანის, დიდუბისა და მთაწმინდის რაიონების გამგეობების მიერ წარმოდგენილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.