დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს საკრებულოს სხდომაზე გასატანი საკითხების დღის წესრიგი წარუდგინა, რომელსაც დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
აღნიშნული საკითხები საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომამდე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე იურიდიულ საკითხთა კომისიების სხდომებზე განიხილეს.