თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში 7 მლნ. ლარის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებს , თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულებებში შესატან ცვლელებებს, ასევე თბილისში ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემასა და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობის, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით, უძრავი ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების გზით გადაცემას მოიცავდა.
აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე სხვადასხვა კომისიებში განხორციელდა.