თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა წარმოუდგინა.
დეპუტატებმა განიხილეს და თანხმობა მისცეს შ.პ.ს. ,,სინათლის ქალაქისთვის’’ 2015 წლის 13 ივნისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად სპეცტანსაცმლის სახელმწიფო გამარტივებული წესით შესყიდვას.
ასევე თანხმობა მიეცა თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობას რაჭის ქ.N-5-ში, დაისის ქ.N-93-ისა და ბენდელიანის ქ. N41 -ის მიმდებარედ და ასევე ზაქარაიას ქ. N103/ბ-ს მიმდებარე საყრდენი კედლების მოწყობა-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელებას.
დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს და სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს’’ თანხმობა მისცეს თბილისში, დატბორვის ზონაში, განსახლების სამოქმედო ან/და იმპლემენტაციის გეგმისა და GIS მონაცემთა ბაზების მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვასაც.