თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს.
სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ბიუროს წევრებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა შესასრულებელი სამუშაოების თაობაზე თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი წერილები გააცნო.
დეპუტატებმა თანხმობა მისცეს ვაზისუბანში IVმკრ. I კვ. მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტი დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებას და ჩუღურეთის რაიონში სამურზაყანოს #17/ა-ში გრუნტით დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობის შესაბამისისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას.
წარმოდგენილი საკითხების განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.