თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამის კომისიის სხდომებზე განხილვის შემდგომ იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის მიერ წარმოდგენილ საკითხს, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონებში მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებისთვის ერთჯერადი უფასო კვების გამარტივებული წესით შესყიდვის თაობაზე.
დადებითი რეკომენდაცია მიეცა დედაქალაქში სამ მისამართზე ავარიული სახლების წინმსწრები დამზღვევი გამაგრებითი სამუშაოებზე გამარტივებული წესით შესყიდვასაც.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა თანხმობა მისცეს სპორტის კომისიის მიერ წარმოდგენილ საკითხსებსაც: თბილისის მერიას ორი არასამეწარმეო იურიდიული პირის, „კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული ცენტრის“ და კომპლექსური სპორტული ცენტრის „მუხიანის“ დაფუძნებას და ასევე სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში იქნა განხილული და დადებითად შეფასებული.
დღესვე ბიუროს სხდომაზე დადებითად შეფასდა გამგეობებისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი მიმდინარე სხვა პროექტები.
ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცებაზე დეპუტატები უკვე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.