თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები, რომლებიც, ძირითადად, კეთილმოწყობის, გარემოს დაცვისა და კულტურის სფეროებს მოიცავდა, საკრებულოს წევრებმა შესაბამისი კომისიების სხდომებზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაციები მისცეს.