თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებასთან ერთად რამდენიმე მიმდინარე საკითხი განიხილეს.
სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ბიუროს წევრებმა თბილისის მერის დავით ნარმანიას სამი წერილი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა წარუდგინა.
ბიუროს წევრებმა დეტალური განხილვის შედეგად გლდანის რაიონში ორ მისამართზე და ისნის რაიონში ერთ მისამართზე შესასრულებელი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას მისცეს თანხმობა.
საკრებულოს ბიუროს სხდომას მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.