დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ქ.თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა მთაწმინდისა და სამგორის რაიონებიდან შემოსული წერილები განიხილეს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებზე გამარტივებული წესის განხორციელებას, კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას N18-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის ავარიული ფასადის ჩამონგრევის შედეგად შექმნილი პრობლემის მოგვარების მიზნით გამგეობისთვის საჭირო თანხების გამოყოფას გულისხმობს.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა სამგორის რაიონში საოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის უფასო სასადილოებს პროგრამის ფარგლებში ტენდერის ხელახლა გამოცხადების საკითხზეც იმსჯელეს.
ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ ორივე საკითხს საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.