თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს ოთხი საკითხი წარმოუდგინა.
მსჯელობისა და განხილვის შედეგად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტანსპორტის საქალქო სამსახურს წერილობითი თანხმობა მიეცა საგზაო მოძრაობის ტექნიკურის ორგანიზების საშუალებების მოვლა-შენახვა-ექსპლოატაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას.
საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, დადებითად შეფასდა და თანხმობა მიეცა თბილისში, ქეთევან წამებულის N2 და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N44 -ში მდებარე კორპუსებზე წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოებისთვის საპროექტო მომსახურებისა და შესაბამისის სამუშაოების გამარტივებული წესით ჩატარებას.
დეპუტატებმა მერიის კეთილმოწყობის საქალქო სამსახურს ასევე წერილობითი თანხმობა მისცეს დედაქალაქში სულხან ცინცაძის N77-ის ეზოში მდებარე საყრდენი კედლისა და ბეტონის კიბის მოწყობის წინასწარ-დამზღვევი სამუშაოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებასა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვას.
ბიუროს სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.