თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკითხებიდან ნაწილი შემდგომი შესწავლის მიზნით საკრებულოს მომავალი სხდომისთვის გადაიდო, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ დღის წესრიგს მხარი დაუჭირეს.