თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი განიხილეს და იგი გარკვეული ცვლილებით დაამტკიცეს.
კერძოდ, აღნიშნული ცვლილება თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცებას ეხებოდა, რომელიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან იქნა ამოღებული.